დავით ნარმანია - ავტობუსების პარკი განახლებას საჭიროებს

ავტობუსების პარკი მოძველებულია და ის განახლებას საჭიროებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს სატრანსპორტო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, შემოყვანილი იყო მეორადი მოხმარების ავტობუსები და სწორედ ისინი საჭიროებენ განახლებას. "ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ და გადავწყვეტთ, როგორ მოხდება აღნიშნული პრობლემის გამოსწორება. ჯერჯერობით კონკრეტულად არ გვაქვს გადაწყვეტილი, დაემატება ახალი ავტობუსები და როგორ მოხდება მისი მოდერნიზაცია. ეს სერიოზულ ინვესტიციას საჭიროებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მან ასევე ისაუბრა მეტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ერთი დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობაზე, ტენდერი უკვე დასრულებულია.