გამოცემა The Guardians-ი აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას ასახელებს.
სიაში ერთმანეთისგან განსხვავებული ბუნებრივი ძეგლები, სალაშქრო ადგილები, მთები და ტყეები მოხვდნენ.
ბილიკი Cape Wrath, შოტლანდია
Cape Wrath შოტლანდიის ჩრდილოეთ ნაწილის ყველაზე ცნობილი მარშრუტია. ბილიკის სიგრძე 330 კილომეტრს შეადგენს და მის გავლას, როგორც წესი, რამდენიმე დღე სჭირდება. ამასთანავე, ბილიკის გავლისას გზად დასახლებული პუნქტები თითქმის არ არსებობს.
Via Ferrata-ს დოლომიტები, იტალია
Via Ferrata-ს დოლომიტები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ალპების მთებში მდებარეობს. უჩვეულო ფორმის მთების დასალაშქრად აქ უამრავი ადამიანი ჩამოდის. მთების გადალახვას დიდი სირთულე არ სჭირდება, ამიტომ მათზე ასვლა დამწყებ მთამსვლელებსაც შეუძლიათ.
შვედეთის სანაპირო ზოლი
შვედეთის სანაპირო ზოლზე ველოსიპედით გადაადგილება ადგილობრივების ერთ-ერთი საყვარელი გასართობია. ყველაზე პოპულარულ მარშრუტს ჰელსინგბურგიდან გეტებორგის მიმართულება წარმოადგენს. მისი სიგრძე 340 კილომეტრია.
კინსეილი, ირლანდია
მათთვის, ვისაც ნაოსნობა და კლდეზე ცოცვა იზიდავს, ირლანდიის რესპუბლიკის ქალაქი კინსეილი საუკეთესო მიმართულებაა. აქ მათ საშუალება აქვთ ზღვაში სხვადასხვა ტრანსპორტით გაცურონ და ირლანდიის მთები დალაშქრონ.
მონტპელერი, საფრანგეთი
საფრანგეთის ქალაქი მონტპელერი ოჯახთან ერთად დასვენების მსურველებს მდინარეში კანოეთი გასეირნებას სთავაზობს. მარშრუტი არც ისე რთულია, რის გამოც მასში მონაწილეობა ბავშვებსაც შეუძლიათ.
სტუმბოლის ვულკანი, იტალია
ექსტრემალური დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ იტალიის კუნძულ სიცილიასთან ახლოს სტრუმბოლის ვულკანს ესტუმრონ, რომელიც აქტიური ვულკანია. ტურისტებს შეუძლიათ ვულკანის კრატერში მიმდინარე პროცესებს დააკვირდნენ.
ვინდერმერი, დიდი ბრიტანეთი
ბრიტანეთის ტბა ვინდერმერი ტურისტებს აქტიურ დასვენებას სთავაზობს. აქ მათ საშუალება აქვთ ტბის ხედებით დატკბნენ და მასში გაცურონ.
ველოსიპედით გასეირნება, ნიდერლანდები
ნიდერლანდებში ყველაზე პოპულარულ ტრანსპორტს ველოსიპედი წარმოადგენს. ქვეყნის რელიეფიდან და ინფრასტრუქტურის მოწყობიდან გამომდინარე ველოსიპედი აქ გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა.
კლდეზე ცოცვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბოსნია და ჰერცეგოვინა რელიეფიდან გამომდინარე ალპინისტებისთვის საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს. ქვეყნის მწვერვალების დასაპყრობად აქ არაერთი მთამსვლელი ჩამოდის.
ქუილინის მთები, დიდი ბრიტანეთი
ქუილინის მთები შოტლანდიის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კლდოვანი მთები ყოველწლიურად ათასობით ალპინისტს იზიდავს. რელიეფის სირთულიდან გამომდინარე აქ ძირითადად გამოცდილი ალპინისტები ჩადიან.