CNN - მსოფლიოში ხის ცათამბჯენები სულ უფრო პოპულარული ხდება

CNN-ის ინფორმაცით, დღესდღეობით ხისგან დამზადებული ცათამბჯენები მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება და მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

სამშენებლო კომპანიების თქმით, ხის შენობებზე მოთხოვნის ზრდას რამდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, მათ აშენებას გაცილებით ნაკლები დრო და ენერგია სჭირდება, ამასთანავე შენობები სიმყარით გამოირჩევა.

ხის ცათამბჯენების აშენება ტრადიციულ მასალასთან შედარებით ბევრად უფრო იაფი ჯდება და საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

ამასთანავე, ხე ეკოლოგიურად სუფთა მასალას წარმოადგენს და ჯანმრთელობისთვის მავნებელი არაა. ამავდროულად კი შენობების ბეტონისგან აშენების დროს გარემოში მანვე ნივთიერებები და დიდი ოდენობით მტვერი გამოიყოფა.

სამშენებლო კომპანიების მტკიცებით, თუ ცათამბჯენები ჯანსაღი ხისგან სწორი დამუშავებით დამზადდება, მათი გამოყენება თითქმის 200 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის შენობა ნორვეგიაში, ტბა მოსასთან ახლოს მდებარეობს. 18-სართულიანი ცათამბჯენის სიმაღლე 85 მეტრს შეადგენს და მისი მშენებლობა სულ რამდენიმე თვის წინ დასრულდა.

აქამდე კი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის ცათამბჯენი HoHo იყო, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენასთან ახლოს მდებარეობს. 83 მეტრი სიმაღლის შენობაში ბიზნეს-საქმიანობისთვის განკუთვნილი ოფისებია განთავსებული.