1 500%-მდე გაზრდილი ექსპორტი - რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში

2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (117.1 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (109.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (106.0 მლნ. აშშ დოლარი).

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელი 1 431,6%-ით გაიზარდა და 44 386 700 დოლარი გახდა. 2019 წლის იანვარში ჩინეთში სულ 2 898 100 დოლარის მოცულობის ექსპორტი განხორციელდა.

სამაგიეროდ, 2020 წლის იანვარში შემცირდა იმპორტი, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან შემოსული პროდუქტების მოცულობამ 64 996 000 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 74 403 400 დოლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთისგან.

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 40 109 700 დოლარი
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 1 496 900 დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 678 800 დოლარი
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 581 800 დოლარი
  • რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 410 700 დოლარი

ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ჰორმონები ბუნებრივი ან სინთეზირებული - 2 950 000 დოლარი
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 2 744 800 დოლარი
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 2 204 700 დოლარი
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 2 028 600 დოლარი
  • სატრანსპორტო საშუალებების ნაწილები და მოწყობილობები - 1 551 600 დოლარი
ლიკა ამირაშვილი