თებერვლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები 92%-ით შემცირდა. ამის მიზეზი ქვეყანაში გავრცელებული ახალი კორონავირუსია. ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (CAAM) ინფორმაციით, დღეღამის გაყიდვების მაჩვენებელი 96%-ით შემცირდა.
CAAM-ის პროგნოზით, ჩინეთის ახალი ავტომობილების გაყიდვები თებერვლის განმავლობაში 70 პროცენტით შემცირდება, ხოლო იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-იან კლებას ვარაუდობენ.
ამასთან, ასოციაციაში მსუბუქი კომერციული და სხვა დანიშნულების ავტომობილების გარეშე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებს ითვალისწინებენ.
თებერვლის მეორე კვირას გაყიდვებმა საშუალოდ დღეღამეში 4000 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 89%-ით ნაკლებია. ბაზრის გამოცოცხლებას მესამე კვირის ბოლოდან ელოდებიან.