ჩერჩილის ომის ოფისი სასტუმროდ გადაკეთდება

ძველი მინისტერიალური შენობებისა თუ ოფიციალური თავშეყრის ადგილების სასტუმროებად გადაკეთების ტრენდი ბრიტანეთში გრძელდება.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ სასტუმროებად გადაკეთდა British Metropolitan Police და ულტრამდიდრულ სასტუმროდ იქცა Old Scotland Yard-ი. მას Great Scotland Yard ეწოდა, სადაც ღამეში 10 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოგიწევთ. ახლა კი ამ ჩამონათვალს შეუერთდება ჩერჩილის დროინდელი Old War Office, ცენტრალური ლონდონიდან.

Old War Office, ეს იყო შენობა რომელშიც 1857-1965 წლებში ბრიტანული არმიის ადმინისტრაცია, მოგვიანებით კი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იყო განთავსებული. ეს ღირშესანიშნავი შვიდსართულიანი შენობა გახლათ ისეთი პირებისთვის სამუშაო ადგილი, როგორებიც არიან, ვინსტონ ჩერჩილი, დევიდ ლოიდ ჯორჯი, ლორდ კითხენერი, ჰერბერტ ასქვითი და სხვა. შენობა 2014 წელს 350 მილიონ გირვანქად გაიყიდა Hinduja Group-ზე, რომლის მფლობელი ძმები გოპი და შრი Sunday Times Rich List-ის ჩამონათვალში სათავეში არიან. ისინი არაერთ მდიდრულ სასტუმროს ფლობენ.

The Old War Office, რომელსაც სასტუმროდ გადაკეთების შემდეგ The OWO ეწოდება, 125-ოთახიანი, 85 პრივატ-რეზიდენციით იქნება. მას 9 რესტორანი და ბარი, სპა და სხვადასხვა ბრენდების ბუტიკები ექნება. მისი გახსნა 2022 წელს იგეგმება.

კოკა კვირკველია