ევროკავშირის ლიდერები ორგანიზაციის გრძელვადიან ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ორგანიზაციის გრძელვადიან ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირს 75 მილიონი ევრო მოაკლდა და ორგანიზაციაში დარჩენილ 27 ქვეყანას სწორედ დარჩენილი თანხის განკარგვის შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა ბრიუსელში გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა ძალიან დიდია, ამის გამო ვერ მოვახერხეთ შეთანხმება“,- განუცხადა გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლოსთვის გარიგება ვერ მოხდება, 2021 წლიდან ბლოკს პროექტების უმრავლესობის შეჩერება მოუწევს.