„ნაბეღლავი“ იაპონიის ბაზარზე ახალი შეფუთვით შევა - გამოჩნდება თუ არა „ნაბეღლავი“ განახლებული დიზაინით ქართულ ბაზარზე

„ნაბეღლავი“ საექსპორტო ბაზარზე სიახლით ბრუნდება და მალე იაპონიაში კომპანია მინერალურ წყალს საგანგებოდ მათთვის შექმნილი ორიგინალური შეფუთვით გაყიდის. ცნობილია, რომ „წყალი მარგებლის“ მიერ წარმოებულ პროდუქციის შეფუთვაზე, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ იაპონიისთვის გაკეთდა, ქართული კერძები, შქმერული, აჭარული ხაჭაპური და ხინკალი იქნება გამოსახული.

როგორც კომპანია „წყალი მარგებელის“ გენერალურმა“ დირექტორმა, ავთანდილ სვიმონიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კომპანია უკვე შესულია იაპონიაში და ახალ პროქტზე მუშაობაც მიმდინარეობს, ახალი შეფუთვით ნაბეღლავი კი იაპონიის ბაზარზე 2-3 თვეში გამოჩნდება.

„ნაბეღლავის“ ქარხანაში უკვე ჩამოსულები იყვნენ იაპონელები, მოინახულეს ყველაფერი და თავიანთი ძალებით იქ გამოფენაც მოგვიწყვეს. თვითონ იაპონელებმა გვთხოვეს ახალ შეფუთვაზე გვეფიქრა და არ ვაწყენინეთ. როგორც, აღმოჩნდა იქ სლოგანიც მოუფიქრეს მინერალურ წყალს, „for beauty skin“ – „ლამაზი კანისთვის“ - ასეთი თვისებაც ჰქონია „ნაბეღლავს“.

შეიძლება იაპონიამ ექპორტის მხრივ ბევრ ქვეყანას გაუსწროს და ექსპორტის საშუალოდ 10% მხოლოდ იაპონიაზე წავიდეს. კომპანია ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს და ვაპირებთ ახალი შეფუთვით ამერიკის მიმართულებით გავაძლეროთ ექსპორტი, თუმცა საქართველოში განახლებული შეფუთვით ნაბეღლავის შემოტანას არ ვგეგმავთ, ეს წელი უკვე დაგეგმილია და ვერაფერს შევცვლით“, - აღნიშნა სვიმონიშვილმა.

ავტორი: ელენე მეტრეველი