Forbes-ის რეიტინგი Travel Guide 2020 Star Award - ეს არის ყოველწლიური რეიტინგი, რომელსაც გამოცემა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროებს, სპა-ცენტრებსა და რესტორნებს ანიჭებს. ისინი ამ რეიტინგში სამი კატეგორიით რანჟირებენ: „ხუთი ვარსკვლავი“, „ოთხი ვარსკვლავი“ და „რეკომენდირებულია“. რეიტინგი დგინდება 900 კატეგორიის მიხედვით: 75% შეფასების მოდის მომსახურებაზე, დანარჩენი 25% კი ინტერიერის ხარისხზე.
წელს ამ რეიტინგში ჯამში, 2 ათასამდე ობიექტი მოხვდა მსოფლიოს 73 ქვეყნიდან, სამწუხაროდ, მათ შორის არ არის არცერთი - ქართული ლოკაციიდან. რეგიონის ქვეყნებიდან 9-9 ლოკაციით წარმოდგენილი არიან რუსეთი და თურქეთი. 2020 წელს „გიდმა“ „5 ვარსკვლავი“ მიანიჭა 70 სასტუმროს, „ოთხი ვარსკვლავი“ 120 სასტუმროს და 81-ს მიენიჭა კატეგორია „რეკომენდირებულია“.
დამოუკიდებელი რეიტინგი Forbes Travel Guide 1958 წლიდან დგინდება. ის თავდაპირველად მხოლოდ ამერიკულ სასტუმროებსა და რესტორნებს აფასებდა, თუმცა მოგვიანებით გლობალური სახე მიიღო. 2009 წლიდან Forbes Media გამოსცემს.