ადამიანები, რომლებიც 22 წლის ასაკში უკვე მილიონერები იყვნენ

ადამიანების უმეტესობა 22 წლის ასაკში მხოლოდ უნივერსიტეტის დასრულებას ახერხებს.

გთავაზობთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც ამ ასაკში მილიონერები გახდნენ.

1. მარკ ცუკერბერგი - სოციალური ქსელი ფეისბუქი

ეს ადამიანი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საშუალო ფენის ოჯახიდან გამოსული ახალგაზრდა მრავალმილიონიანი ბიზნესის სათავეში მოხდეს. ცუკერბერგი ფეისბუქის აქციების მნიშვნელოვან ნაწილს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით სამ მილიარდ დოლარს უდრის. ყველაფერი კი ჯერ კიდევ ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიწყო, როდესაც მან საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ ოთახში სოციალური ქსელი შექმნა, რომელიც თავიდან მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. ამჟამად, ფეისბუქი რიგით მეექვსე საიტია მსოფლიოში, რომელზეც ყოველდღიურად 70 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

2. ჯოშუა ძიაბიაკი - ონლაინ ბილეთების გაყიდვა

2005 წელს, 18 წლის ასაკშო ჯოშუა ძიაბიაკმა საკუთარი ჰოსტინგ კომპანიის გაყიდვა გადაწყვიტა სხვადასხვა საიტებისთვის. მილიონი დოლარით, რომელიც ჯოშუამ კომპანიის გაყიდვიდან აიღო, მან ახალი მერსედესი და პლაზმური ტელევიზორი შეიძინა, ხოლო დარჩენილი თანხის დაბანდება ახალ ინტერნეტ საიტში გადაწყვიტა. ვებსაიტი საკონცერტო დარბაზებს, კოლეჯებს, კულტურულ ცენტრებსა და სხვა დაწესებულებებს ონლაინ ბილეთების გაყიდვაში ეხმარება. 2009 წელს ჯოშუამ მოახერხა 1 მილიონი ინვესტიციის მოპოვება, ხოლო მისი კომპანია 2.75 მილიონ დოლარად ფასდებოდა. ძიაბიაკის მიერ შექმნილ საიტს ყოველწლიურად 9 მილიონი დოლარის მოგება მოაქვს.

2.ფრეიზერ დოერტი - ჯემის წარმოება და გაყიდვა

2002 წელს, 14 წლის ასაკში ფრეიზერმა სამზარეულოში, ბებიის რეცეპტის მიხედვით, ჯემის დამზადება დაიწყო. მაშინ მის კლიენტებს ძირითადად კლასელები და მეზობლები შეადგენდნენ. 16 წლის ასაკში მურაბის გაყიდვები იმდენად გაიზარდა, რომ ახალგაზრდა იძულებული იყო სკოლა დაეტოვებინა, რათა ჯემის კეთებისთვის მთელი დღეები მიეძღვნა. 2009 წელს მისმა ბიზნესმა 1,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის, Superjam-ის გაყიდვები თვეში 50,000 ქილას უდრის და ხოლო მისი ქონება 1დან 2 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

3. რეიმონდ ლი - მაისურებს გაყიდვა

სკოლაში სწავლის პერიოდში რეიმონდ ლის პრაქტიკის გავლა ჩინეთში მოუხდა. უკან კალიფორნიაში დაბრუნების შემდეგ, მან ჩინეთიდან მაისურების გამოწერა დაიწყო. მათი გაყიდვებით შემოსულმა თანხამ 2 200 დოლარი შეადგინა. ამ ფულით მან ონლაინ კომპანია Ooshirts.com შექმნა, რომელიც მაისურების ონლაინ გაყიდვითაა დაკავებული. ლის თქმით, იგი აპირებს რომ გაყიდვების დონე ორ მილიონ დოლარადე აწიოს. მისი ბიზნესი ერთგვარ ონლაინ კონსტრუქტორს წარმაოდგენს, რომელიც ადამიანებს მაისურების დიზაინის შერჩევაში ეხმარება და მზა მაკეტს მაისურების დამამაზადებელ კომპანიებს გადასცემს.

3.დევიდ კარპი - Tumblr

ყველაზე პოპულარული ბლოგის თამბლერის შემქნელი ახლა 26 წლისაა. იგი მანჰეტენზე გაიზარდა, რამდენიმე სკოლა გამოიცვალა და საბოლოო ჯამში, სწავლა სახლში დაასრულა.

2006 წელს, 19 წლის დევიდმა მიატოვა სამსახური და მიკრობლოგინგის საკუთარი პლატფორმა შექმნა. 2009 წელს ჟურნალმა BusinessWeek იგი საუკეთესო ახალგაზრდა მეწარმედ აღიარა IT-ის სფეროში. 2011 წელს მის მიერ შექმნილმა ბლოგმა, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, 13 მილიონი უნიკალური შემომსვლელი დააფიქსირა. 2011 წელს მის მიერ შექმნილ საიტზე საკუთარი ბლოგის დარეგისტრირება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც გადაწყვიტა.

4. ბლეიკ აარონ როსსი - Mozilla Firefox-ის ბრაუზერი

აარონ როსსი 24 წლისაა და მისი ბიოგრაფია გიკების თაობის გმირის კლასიკური ისტორიაა. პირველი საიტი როსსმა 10 წლის ასაკში შექმნა, 15 წლის აარონი კომპანია Netscape-ში მუშაობდა, სადაც დეივ ჰევიტონი გაიცნო - რომელთან ერთადაც ბრაუზერი Mozilla Firefox შექმნა. დღეს ბრაუზერი მთელ მსოფლიოში უფასოდ ვრცელდება და პოპულარობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მაგალითისთვის 2011 წელს მისმა საბაზრო წილმა 27, 95% შეადგინა.

5.ანდრეი ტერნოვსკი - Chatroulette

Chatroullete – ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელიც უცხო ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტის საშუალებას აძლევს. ვიდეოჩატმა განსაკუთრებული პოპულარობა 2009-2010 წლებში მოიპოვა. მისი შექმნელი 17 წლის მოსკოველი სკოლის მოსწავლე ანდრეი ტერნოვსკია, რომელმაც სახლის კომპიუტერიდან სამ დღეში შექმნა ჩატი. 2010 წელს ანდრეიზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა, ამერიკელი გიგანტები ოცნებობდნენ მასთან მუშაობაზე, მისი პროექტი იმ დროსითვის, 50 მილიონ დოლარად ფასდებოდა. Forbes-თვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რეკლამის მეშვეობით, მისი ყოველდღიური შემოსავალი 1 500 დოლარს უდრის.