კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 359 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

2019 წელს კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან ჯამში, 359 875 486 ლარი მიიღეს.

ბანკების 2019 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშგებების მიხედვით, ვალუტის ყიდვა გაყიდვით ყველაზე მეტი შემოსავლი „საქართველოს ბანკს“ და „თიბისი ბანკს“ ჰქონდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-5 კომერციულ ბანკს, რომელმაც 2019 წელს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან ყველაზე მეტი მოგება მიიღო:

  • საქართველოს ბანკი - 156 458 745 ლარი
  • „თიბისი ბანკი“ – 126 437 321 ლარი
  • „ვითბი ბანკი ჯორჯია“ – 25 217 162 ლარი
  • „პროკრედით ბანკი“ – 15 228 235 ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 15 178 278 ლარი

რაც შეეხება სხვა ბანკებს, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან „ბაზის ბანკს“ – 4 681 821 ლარის მოგება ჰქონდა, „სილქ როუდ ბანკს“ – 389 498 ლარის, „კრედო ბანკს“ – 1 055 205 ლარის, „ქართუ ბანკს “ – 5 540 432 ლარის, „ხალიკ ბანკი საქართველოს“- 1 735 664 ლარის, „იშ ბანკი საქართველოს“ – 825 175 ლარის, „ტერაბანკს“ – 1 420 785 ლარის, „პაშა ბანკი საქართველოს“ – 4 240 191 ლარის, „ზირაათ ბანკი საქართველოს“ – 1 466 956 ლარის. ხოლო „ფინკა ბანკს“ - აღნიშული ოპერაციებიდან მოგება არ ჰქონია.

ცნობისთვის, 2019 წელს ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური