მთავრობამ სურსათის მწარმოებლებს ახალი რეგულაციები დაუწესა. კერძოდ, მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილებაში - „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“. დადგენილებას რამდენიმე პუნქტი დაემატა.
კერძოდ, ბიზნესოპერატორებისთვის ინერგება „კარგი წარმოების პრაქტიკა“ (GMP − Good manufacturing practice), რომელიც უზრუნველყოფს მასალებისა და საგნების უწყვეტ წარმოებასა და კონტროლს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათ მიმართ დადგენილ წესებსა და მათი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობა ისე, რომ არ შეექმნას საშიშროება ადამიანის ჯანმრთელობას ან არ გამოიწვიოს სურსათის შემადგენლობის არასასურველი ცვლილებები, ან ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გაუარესება;
ამასთან, დადგენილების მიხედვით, ნივთებს უნდა ჰქონდეთ ის ხარისხი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მასალებისა და ნივთების მიმართ დადგენილ წესებსა და მათი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობა;
დადგენილების მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეიმუშაოს, დანერგოს და უზრუნველყოს ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანი და დოკუმენტურად დასაბუთებული სისტემა, რომელიც:
დგინდება სურსათთან არაპირდაპირი შეხების მხარეზე ტიპოგრაფიული (საბეჭდი) საღებავის გამოყენების წესებიც. დადგენილების მიხედვით, სურსათთან არაპირდაპირი შეხების მხარეზე ტიპოგრაფიული (საბეჭდი) საღებავი ისე უნდა იქნეს შედგენილი და/ან გამოყენებული, რომ დაბეჭდილი მხრიდან არ მოხდეს ნივთიერებების გადატანა (მიგრაცია) სურსათთან პირდაპირი შეხების მხარეზე სუბსტრატით ან ქაღალდის რულონიდან ან შეკვრიდან (დასტა) იმ რაოდენობით (კონცენტრაციით), რომელიც არ აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისწინებული ხარისხის მაჩვენებელს.
ასევე გადამამუშავებლის მიერ სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი გადამუშავებული პლასტმასის მასალებისა და ნივთების პროცესებისათვის დადგენილმა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემამ უნდა უზრუნველყოს გადამუშავებული პლასტმასის შესაბამისობა ავტორიზაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
დადგენილება უკვე ძალაშია.