“ანას ბაღს” არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ვერავინ გაბედავს, რომ სკვერებსა და ბაღებში მშენებლობა განახორციელოს"

“ანას ბაღს” არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ვერავინ გაბედავს, რომ სკვერებსა და ბაღებში მშენებლობა განახორციელოს, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე “ანას ბაღში” მიმდინარე პროცესებს.

მისი განცხადებით, თბილისის მერი “ანას ბაღის” რეაბილიტაციას გეგმავს.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ და მოატყუებენ, ეს არ გამოუვათ, არ ვამოუვათ ჩემი მერობის პირობებში. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე პროცესებზე, პრობლემებზე. არ გვერიდება არც გამოწვევებზე სააუბარი. “ანას ბაღს” არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ვერავინ გაბედავს, რომ სკვერებსა და ბაღებში განახორციელოს მშენებლობა. ჩვენ “ანას ბაღთან” მიმართებაში გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთადერთი, რასაც იქ გავაკეთებთ, იქნება “ანას ბაღის” სრული რეაბილიტაცია, ძალიან მალე დავიწყებთ ამის განხორციელებას. არსებულ ტერიტორიას, რაც ჰქონდა “ანას ბაღს”, კიდევ დავამატებთ მუნიციპალურ მიწებს, რომ რაც შეიძლება დიდი სკვერი გამოვიდეს და იყოს ულამაზესი სივრცე, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა იმისა, რომ დაისვენონ და გაერთონ”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში, მოსახლეობა “ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სკვერის დანგრევას აპროტესტებს.