ოქროს ფასი ახალ მაქსიმუმზეა

ოქროს ფასი ერთ უნციაზე 1690 დოლარამდე გაიზარდა და შედეგად განაახლა 19 თებერვალს დაფიქსირებული მაქსიმუმი. აღნიშნულის შესახებ მოწმობს მიმდინარე ვაჭრობის შედეგები.

ორშაბათს ოქროს აპრილის ფიუჩერსები ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ერთ უნციაზე 2,52%-ით 1690,2 დოლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა ვერცხლის ფასი. მარტის კონტარქტებზე ფასმა 1,7%-ით მოიმატა და 18,84 დოლარი შეადგინა უნციაზე.

შეგახსენებთ, 19 თებერვალს ოქროს ერთ უნციაზე ფასი 1600 დოლარამდე გაიზარდა და 2013 წლის მაქსიმუმს გაუტოლდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ძვირფასი მეტალის გაძვირებაზე მოქმედებდა ინვესტორების სიფრთხილე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შედეგად იყო გამოწვეული.

კოკა კვირკველია