ბოლო ათწლეულების განმავლობაში თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი სტაბილურად იზრდება. თუმცა, ამ მიმართულებით განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გაურკვეულობისა და შიშის კლიმატი შექმნა. ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციამ თბილისში საცხოვრებელი ფართების ღირებულება შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა.
ცნობისთვის, მონაცემები შედგენილია ერთი კვადრატული მეტრის ღირებულების მიხედვით.
აღნიშნული მონაცემებით, მთაწმინდაზე 1 კვადრატული მეტრი ბინის ფასი 1032 დოლარს შეადგენს. შემდეგ პოზიციაზეა ვაკე, სადაც 1 კვ.მ ფართობი საშუალოდ, 985 დოლარი ღირს. მესამე პოზიციას კი საბურთალო იკავებს, აქ 1 კვადრატულის ფასი 899 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, ასე გამოიყურება: