ე.წ. ბოშათა ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

წინამძღვრიშვილის # 190-ში ხანძარი არა ძველმანების ბაზრობაზე, არამედ რამდენიმე დღის წინ დამწვარ ე.წ.ბოშების ბაზრობაზე გაჩნდა.

როგორც შემთხვევის ადგილზე თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგე ცვლის უფროსმა, გიორგი დიასამიძემ განაცხადა, ხანძარი, სავარაუდოდ, ადგილზე მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებმა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ცეცხლი ელექტროსაჭრელის მუშაობიდან წარმოქმნილმა ნაპერწკალმა გააჩინა.

მეხანძრეების ინფორმაციით, ამჯერად დამწვარია დაახლოებით 25-30 კვმ ფართობი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო ბრიგადები. ვითარების გასაცნობად ადგილზე მივიდა დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.

რამდენიმე დღის წინ, ე.წ. ბოშების ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა და ბაზრის თითქმის მთელი ტერიტორია დაიწვა.