2019 წელს ირანთან სავაჭრო ბრუნვამ 258 304 600 დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ირანთან ექსპორტი 71 224 700 დოლარი იყო, ხოლო იმპორტმა 187 079 800 დოლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ 5 პროდუქტს, რასაც ირანში ვყიდით და ვყიდულობთ:
საქართველოდან ირანში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ფეროშენადნობები - 14 400 200 დოლარი
- ახალი, გაცივებული ან გაყინული, ცხვრის ან თხის ხორცი - 12 351 000 დოლარი
- გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი ხე-ტყის მასალა - 11 635 100 დოლარი
- მონოძაფები სინთეზური - 6 720 600 დოლარი
- ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 3 833 700 დოლარი
ირანიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 49 074 300 დოლარი
- მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოჭიქურებული - 19 905 800 დოლარი
- პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 11 825 300 დოლარი
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 10 183 900 დოლარი
- მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით - 7 000 200 დოლარი