პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყება

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხდა.

მისი თქმით, თავის დროზე არსებული გათხრების შედეგად პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა შეიზღუდა და უკვე რამდენიმე წელია მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობაა შესაძლებელი. "აღნიშნულმა დისკომფორტი შეუქმნა მძღოლებს და გაჩნდა საცობები თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის თბილისის ძველ უბანში და აქედან გამომდინარე, დამატებით ზიანდება ის შენობა-ნაგებობები, რომელიც ამ ქუჩებზე არის განლაგებული, მოიმატა ხმაურმა და მოსახლეობა განიცდის დისკომფორტს. თანამედროვე საინჟინრო მიდგომები და სარგებლობები გვაძლევს იქ ესტაკადის გაკეთების საშუალებას, რომელიც არსებული ერთზოლიანი მოძრაობიდან რამდენიმე ათეული სანტიმეტრით იქნება დაშორებული და თანამედროვე ფორმით კი არ გაკეთდება, არამედ გაკეთდება იმ ფორმით, რომელიც ძველი ქალაქის და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილთან იქნება შესაბამისობაში, რისთვისაც ჩვენ ვაცხადებთ საჯარო კონკურსს", - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა პირთა წრესთან და ექსპერტებთან მოხდა.

თბილისი მერის განმარტებით, არსებული ერთზოლიანი მოძრაობა დარჩება ისე როგორ არის, გათხრების ზემოთ კი, ესტაკადური ფორმით დაემატება გზა.

იხილეთ ფოტოგალერეა