გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.
სააგენტომ ადგილობრივი სახეობა გნოლის სადედე ჯგუფი შექმნა და მათი გამრავლება დაიწყო.
როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, პირველ ნამატის მიღება მაისის თვეშია მოსალოდნელი.
სამინისტროს ცნობით, ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე სააგენტოში ბინადრობს 500 მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000 მდე კაკაბი და 20 ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი.