თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესს ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს.
გავრცელებული ცნობებით, აღნიშნული თანხიდან 1 მილიარდი აშშ დოლარი ვაქცინის შექმნას უნდა მოხმარდეს.
„ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან სერიოზულად აღიქვამს კორონავირუსის COVID-19 -ის გავრცელებას. ჩვენი ადმინისტრაცია მიმართავს კონგრესს გამოიყოს 2,5 მილიარდი აშშ დოლარი, რომ მოხდეს ვაქცინის შექმნის დაჩქარება და მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება, ისეთის, როგორიცაა საჭირო აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა“,-აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი, რეჩელ სემმელი.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით დაიფინცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. გუშინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, რომ პოტენციური პანდემიისთვის მოემზადონ.