მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთ დღეში 139 მილიარდი დოლარით შემცირდა, ამის მიზეზი კი ამერიკისა და სხვა ქვეყნებში საფონდო ბირჟებზე ინდექსების კლებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადეს LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის ხელმძღვნელმა ბერნარ არნომ და კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა. მათ თითომ 4,8 მილიარდის კაპიტალი დაკარგეს. მიუხედავად ამისა, ბეზოსი ამ დრომდე მაინც რჩება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულის მფლობელი, ხოლო არნო მესამე ადგილზეა. Zara-ს ქსელის მფლობელის ამანსიო ორტეგას ქონება 4 მილიარდით შემცირდა, ხოლო მარკ ცუკერბერგის 3,48 მილიარდი დოლარით, 2,7 მილიარდითაა შემცირებული Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ალრი პეიჯის ქონებაც.
ცნობისათვის, ამერიკის საფონდო ბირჟებმა სამუშაო კვირა კორონა ვირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების ფონზე კლებით გახსნეს. ამერიკული სამრეწველო ინდექსი Dow Jones შემცირდა 1031,61 პუნქტით (3,56%). ინდექსი S&P 500, 111,86 პუნქტით შემცირდა (3,35%). ხოლო Nasdaq -ის ინდექსი 355,31 პუნქტით (3,71%), შემცირდა.