2019 წელს პრივატიზების პროცესის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 27 კომანიას 9 186 300 დოლარისა და 5 036 107 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრათ.
„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, დარიცხული პირგასამტეხლო ინვესტორებთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების მიხედვით განისაზღვრება, სწორედ ამიტომ თანხის ნაწილი უცხოურ ვალუტაში, კერძოდ დოლარშია გამოსახული.
2019 წელს „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირგასამტეხლო 3-ჯერ დაუწესა კომპანია „ენერგო-პრო“ ჯორჯიას ჯამში 271 590 ლარით; 7 093 932 დოლარის და 931 000 ლარის პირგასამტეხლო დაუწესდა შპს-ს Sayali, რომელსაც საქართველოში მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება უნდა აეშენებინა; კომპანია „მერფი ყაზბეგს“ 1 010 900 ლარის და 2 186 300 აშშ დოლარის პირგასამტეხლო დაუწესდა, მას ავტოსადგომები უნდა აეშენებინა. 446 973.49 ლარის პირგასამტეხლო დაუწესდა „ნ.გ. ჰოლდინგს“; 476 138 ლარის - კომპანია „სამშენებლო კერამიკას“; 248 250,88 ლარის - „სამედიცინო ინოვაციების ცენტრს“; 146 000 ლარის - „ფაშა დეველოპმენტს“; 125 500 ლარის - კომპანია „GOLDEN GRAINS“.
გარდა ამისა, საპრივატიზაციო ვალდებულებების გამო 122 500 ლარის პირგასამტეხლო დაუწესდა კომპანიას „აგარაკი უწერაში“ (ეს კომპანია არის ბადრი ჯაფარიძის უფლებამონაცვლე); 61 500 ლარის - „საქართველოს რაგბის კავშირს“; 115 500 ლარის - შპს „ინ ვიტრო განაყოფირების ცენტრს“; 118 000 ლარის
სააქციო საზოგადოებას „Hualing international special economic zone“-ს; 203 000 ლარის - სს "რუსთავოილს"; 59 500 ლარის - შპს „გუდაური რესორტს“ და ა.შ. ჯამში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2019 წელს საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 27 კომანიას 9 186 300 დოლარისა და 5 036 107 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრათ.
ამასთან, ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 კომპანიის შემთხვევაში - ესენია: „კამარა ექსპრესი“ და „რაიმონდი“ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა დასკვნის წარმოდგენის შემდგომ დადგინდება.