შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო (PwC საქართველო) საკონსულტაციო დეპარტამენტის ფარგლებში ნერგავს ახალ მომსახურებას და ნიშნავს ანასტასია ანსვორტ-სმიტს, უფროს მენეჯერს, ფინანსური თაღლითობის გამოვლენის მომსახურების ხელმძღვანელად.
ანასტასია ანსვორტ-სმიტი თავისი 12-წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში გარდა PwC რუსეთისა, მუშაობდა საკონსულტაციო ფირმების დიდ ოთხეულში (BIG4) აუდიტის მიმართულებით. ანასტასიამ 7 წელი დაჰყო ავსტრალიაში, სადაც მომსახურებას უწევდა სხადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე მსხვილ, მულტინაციონალურ კომპანიებს. მისი კლიენტები იყვნენ ნავთობპროდუქტების სფეროში მომუშავე ფირმები, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნები, აზარტული თამაშების, საავტომობილო, ქიმიური, საზღვაო, სატყეო ბიზნესები და სოფლის მეურნეობის მიმარულებით მოღვაწე კომპანიები. იგი ასევე ჩართული იყო სახლემწიფო/საჯარო და არასამთავრობო ორგანიზეციების აუდიტორულ პროექტებში.
ანასტასიამ დაამთავრა ბონდის უნივერსიტეტი, გოლდ კოსტი, ავსტრალია, ბაკალავრის ხარისხით კომერციაში, სპეციალობით ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსები. ანასტასია არის საერთაშორისო სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის წევრი (ACCA, დიდი ბრიტანეთი).
რა არის ფინანსური თაღლითობის გამოვლენის მომსახურება ანუ Forensics?
დაიცავით თქვენი ბიზნესი და გაძლიერდით.
PwC–ის ფინანსური თაღლითობის გამოვლენის საკონსულტაციო მომსახურება (Forensic Services) ხელს უწყობს უკანონო ეკონომიკური ქმედებების / რისკების დროულად აღმოჩენას, დამოუკიდებელი მოკვლევის ჩატარებას და რისკების შემცირებას. თუ კომპანიები ეჭვობენ, რომ გაფლანგვასთან ან თაღლითობასთან აქვთ საქმე, უთანხოება აქვთ მომწოდებლებთან ან აქციონერებთან, PwC–ი დაგეხმარებათ ფაქტების დადგენასა და მტკიცებულებების მოპოვებაში.
თაღლითობის გამოვლენის საკონსულტაციო მომსახურება PwC-ის გლობალური "Forensic Services” ნაწილია. ჩვენი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისებში მომუშავე გუნდები ფლობენ რეგიონალურ და გლობალურ გამოცდილებას კორპორატიული გამოძიებების, დავების და სასამართლო განხილვების, მათ შორის, ექსპერტთა მოსაზრებების და მტკიცებულებების მოპოვების მიმართულებებით. საქართველოში შექმნილ ამ საექსპერტო მიმართულების განვითარებას მხარს უჭერს საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული რეგიონალური გუნდი, რომელშიც 20-ზე მეტი სრულ განაკვეთზე მომუშავე სპეციალისტია წარმოდგენილი. მათი ადგილობრივი გამოცდილება და რეგიონალური ცოდნა გავლენას იქონიებს გამოძიების სწორად წარმართვასა და დავების განხილვის პროცესებზე.
PwC საქართველოს ფინანსური თაღლითობის გამოვლენის საკონსულტაციო მომსახურებაში შედის: