Huawei-მ ძვირფასეკრანიანი კეცვადი სმარტფონი Mate Xs წარადგინა

ბარსელონაში გამართულ ღონისძიებაზე ჩინურმა უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Huawei-მ ახალი კეცვადი სმარტფონი წარმოადგინა. ეს არის მოდელი Mate Xs, რომელიც გახლავთ გაუმჯობესებული ვერსია მოდელისა Mate 30, რომელსაც ასევე კეცვადი ეკრანი ჰქონდა და 2019 წელს წარმოადგინეს. პრეზენტაციას, რომელზეც მთელი რიგი ახალი ტექნიკა წარადგინეს, კომპანიის ხელძღვანელი რიჩარდ იუ უძღვებოდა.

კომპანიის განცხადებით, მწარმოებლებმა გამოასწორეს წინა მოდელის ხარვეზები და ახალი მოდელი 8-დიუმიანი ეკრანით გამოუშვეს, რომლის ეკრანიც ორი დამცავი ფენითაა აღჭურვილი, რამაც მისი ეკრანი 80%-ით უფრო მყარი გახადა წინა მოდელთან შედარებით. რიჩარდ იუს განცხადებით, მასალა, რისგანაც შექმნილია ეკრანი, სამჯერ ძვირია ოქროზე - ამიტომაც ეს სმარტფონი ძალიან ძვირია. ასევე გაუმჯობესებულია მისი კეცვის მექანიზმი, რომელიც უფრო გამძლეა.

რაც შეეხება დატენვის ფუნქციას, ამ მხრივაც გაუმჯობესებულია წინა მოდელის მონაცემი. ახალ მოდელში ელემენტის 85%-ით დამუხტვას 30 წუთი სჭირდება, ხოლო სრულად დამუხტვა 2,3-ჯერ უფრო სწრაფად ხდება. მას ასევე აქვს უსადენო დატენვის ფუნქციაც.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კამერების ახალი ბლოკი 4 მოდულით: სუპერმგრძნობიარე 40-მეგაპიქსელიანი კამერით, 16-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო მოდულით, 8-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივით და სიღრმის განმსაზღვრელი სენსორით. კამერას 45-იანი ზუმი აქვს.

Mate Xs-ის ვერსია 512GB საცავით 2 499 ევრო ეღირება და მისი გაყიდვები მარტში დაიწყება.

კოკა კვირკველია