როგორია ბინის გაქირავების ფასი თბილისის უბნების მიხედვით

თბილისში გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. როგორც Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული, ამის მიზეზია ის, რომ საქართველოში ახალგაზრდები სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას და კარიერის მოწყობას დედაქალაქში ახერხებენ, მათ საცხოვრებელ ადგილს კი, როგორც წესი, ნაქირავები ფართი წარმოადგენს.

Cushman & Wakefield Georgia-მ თბილისში ბინების გაქირავების ფასი შეისწავლა.

ცნობისთვის, მონაცემები შედგენილია ერთი კვადრატული მეტრის ღირებულების მიხედვით.

კვლევის მიხედვით, თბილისში ბინის დაქირავება ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, სადაც 1 კვ.მ ფართი 17,33 აშშ დოლარი ღირს. მეორე პოზიციაზეა კრწანისი, სადაც 1 კვ.მ - 13,17 აშშ დოლარი ღირს. მესამე ადგილს კი ვაკე იკავებს - 12,80 აშშ დოლარით.

რაც შეეხება თბილისის სხვა უბნებს, ასე გამოიყურება: (ფასი მოცემულია 1 კვ/მეტრზე)

  • ჩუღურეთი - 10-დან 11 აშშ დოლარამდე
  • დიდუბე - 8 აშშ დოლარამდე
  • ისანი - 11-დან 12 აშშ დოლარამდე
  • ნაძალადევი - 8-დან 9 აშშ დოლარამდე
  • საბურთალო - 10 აშშ დოლარამდე
  • გლდანი - 6 აშშ დოლარამდე
  • სამგონი - 5-დან 6 აშშ დოლარამდე
ნინი ქეთელაური