მაიკლ ბლუმბერგმა საკუთარი თავის პოლიტიკურ რეკლამაზე 500 მლნ დოლარი დახარჯა

ამერიკელმა მიალირდერმა მაიკლ ბლუმბერგმა, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დემოკრატიული პარტიიდან ცდილობს, საკუთარი კანდიდატურის რეკლამირებისთვის 500 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ The Washington Post წერს.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ბლუმბერგის კანდიდატურის რეკლამირებაზე დახარჯულია 509,5 მილიონი დოლარი. ეს მაშინ, როცა მისმა ექვსმა კონკურენტმა, ამავე პარტიიდან, რომლებიც უკვე მონაწილეობენ შიდაპარტიულ „რბოლაში“, ჯამში, 370 მილიონი დოლარი დახარჯეს.

ამასთან, ბლუმბერგის კონკურენტები სპონსორების ფულს ხარჯავდნენ, ხოლო ბლუმბერგი თავად აფინანსებდა საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას.

აღსანიშნავია, რომ ბლუმბერგი დემოკრატების წინასაარჩევნო კამპანიას ბოლოს შეუერთდა და პრაიმერიზსში ჯერ არ მონაწილეობს. მისი „პირველი გასვლა ხალხში“ მარტის დასაწყისში იგეგმება.

კოკა კვირკველია