ProductTank Tbilisi შეხვედრათა ყოველთვიური სერია გრძელდება!

ProductTank-ის შეხვედრების ყოველთვიური სერია გრძელდება და როგორც ყოველთვის, საინტერესო სპიკერებსა და პროექტებს სთავაზობს დამსწრე საზოგადოებას.

შემდეგი ProductTank Tbilisi 26 თებერვალს, ფაბრიკაში (ე.ნინოშვილის ქ. 8) ჩატარდება.

ამჯერად, თბილისი სტარტაპ ბიურო TBC - თიბისი -სა და GITA • Tech Park - სთან ერთად წარმოგიდგენთ ღონისძიებას თემაზე Agile Practices in Product Development.

ჩვენი სპიკერები არიან:

- ინგა კელაურაძე, Agile ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი TBC - თიბისი ბანკში

- ლევან ფხაკაძე, DevOps Solutions კონსულტანტი HT Solutions - ში

- ვაჰან ჰოვჰანისიანი, დიზაინის ხელმძღვანელი PlayEngine -ში და CodeSignal - ის დიზაინის ყოფილი ხელმძღვანელი

ამ ღონისძიების სამუშაო ენა არის ინგლისური. ProductTank - ზე დასწრება, ყოველთვის თავისუფალია, მაგრამ საჭიროა რეგისტრაციის გავლა Meetup.com და მონაწილეობის დადასტურება: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/268884333/

ProductTank არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველას, ვისაც მეტის გაგება სურს პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ. შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 185 ქალაქს აერთიანებს. შეხვედრებზე მოწვეული სპიკერები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას აზიარებენ ლექციების, ვორქშოპებისა და ტრენინგების საშუალებით.