მომხმარებელთა უმეტესობა მწვანე პომიდორს დაუმწიფებლად და უგემურად მიიჩნევს. მას მხოლოდ მარინადის სახით მიირთმევს. თუმცა როგორც Fruit-inform-ი FreshPlaza-ზე დაყრდნობით წერს, ეს -წარსულში, ახლა კი ბაზარზე ახალი სახეობის პომიდორი გამოჩნდა, რომელიც აღნიშნულ შეხედულებას უარყოფს. ინოვაციური პროდუქტის ნაყოფი მწვანეა მაშინაც კი, როდესაც ის სრულიად მწიფეა.
ახალი ჯიში აშშ-ში, კერძოდ, კორნელის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ფილიპ გრიფიტმა გამოიყვანა, რომელმაც პომიდვრის ხალხური სახეობები შეაჯვარა.
ინოვაციურ სახობას სახელწოდებით - Jaded, პომიდორი „ჩერის“ გემო აქვს, რომელსაც ტროპიკული არომატი დაჰკრავს. მისი გარეთა კანი კი გამჭვირვალეა. როდესაც Jaded მწიფდება, მის სიმწვანეს ოქროსფერი შეფერილობა ემატება. ამასთან, მისი კანი არ იბზარება.
ეს არის პომიდვრის ყველაზე ადრეული სახეობა, რომელიც ნაყოფს დარგვიდან 55-ე დღეს იძლევა.
როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ინოვაციური პომიდვრის სირთულეს ის წარმოადგენს, რომ მომხმარებლები ჯერ კიდევ ვერ აღიქვამენ მას, როგორც მწიფე პროდუქტს.