Sony-მ 5G მხარდაჭერით ახალი სმარტფონი წარადგინა

იაპონურმა კორპორაციამ Sony ახალი Xperia 1 II - სმარტფონი წარადგინა, რომელიც კომპანიისთვის პირველი ტელეფონია 5G ქსელის მხარდაჭერით.

"Xperia 1 II შექმნილია სიჩქარისთვის. ეს მოდელი არის შესანიშნავი შერწყმა Sony-ს ტექნოლოგიასა და 5G-ს შორის", - განაცხადა სმარტფონის პრეზენტაციაზე Sony Mobile Communications Inc.-ის პრეზიდენტმა მიცუია კიშიდამ.

აღსანიშნავია, რომ ახალი სმარტფონი უფრო სრულყოფილი კამერითაა აღჭურვილი, რომელიც კომპანიამ Sony გერმანულ ZEISS-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. მას სამი ობიექტივი აქვს, რომელიც მისი გამოსახულების ხარისხს მაქსიმალურად ფილტრავს. კომპანიის პრეზიდენტის თქმით, ამ ტიპის კამერა პირველ რიგში დააკმაყოფილებს ფოტოგრაფების მოთხოვნებს. ეს არის მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც შეუძლია წამში 20 უწყებით ფოტო-კადრის გადაღება ავტოფოკუსის რეჟიმში, მის ალგორითმებს კი შეუძლია ძალიან მაღალ ხარისხში გადაიღოს და ფოკუსირება მოახდინოს მოძრავი ობიექტის.

Xperia 1 II-ს 6,5-დიუიმიანი OLED ეკრანი აქვს 4K HDR CinemaWide კინემატოგრაფიული გაფართოების 21:9-ზე რეზოლუციით. მას ასევ აქვს სრულფასოვანი სტერეო დინამიკები Dolby Atmos (ტექნოლოგია, რომელიც შეიქმნა Sony Pictures Entertainment-ის სპეციალისტების დახმარებით) და 360 Reality Audio ფორმატის მხარდაჭერა. ამ ფორმატში შექმნილი მუსიკის მოსმენა შესაძლებელი იქნება სერვის Tidal-ზე.

ახალი სმარტფონის გაყიდვები გაზაფხულზე დაიწყება, მისი საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია.

კოკა კვირკველია