Freedom Barometer-ის 2019 წლის ადამიანის თავისუფლების ინდექსში საქართველო 27-ე ადგილს იკავებს

ფრიდირიხ ნიუმანის ფონდის დაფინანსებულ პროექტი Freedom Barometer მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის თავისუფლების ინდექსს, სიტყვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიხედვით ადგენს.

ორგანიზაცია 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს, სადაც ევროპისა და აზიის 45 ქვეყნის ადამიანის თავისუფლების ინდექსი ერთმანეთსაა შედარებული.

კვლევის ფარგლებში ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე შეფასდნენ.

ადამიანის თავისუფლების ინდექსის მიხედვით რეიტინგის პირველ 10 ადგილს შემდეგი ქვეყნები იკავებენ:

  • ქვეყანა - ქულა
  • შვეიცარია 84.80
  • ფინეთი 82.20
  • ირლანდია 81.50
  • დანია 81.30
  • ნიდერლანდები 81.10
  • ნორვეგია 80.70
  • შვედეთი 80.40
  • ისლანდია 80.00
  • გაერთიანებული სამეფო 79.90
  • ლუქსემბურგი 79.20

რეიტინგში ბოლო ადგილებს რუსეთი (45.50), აზერბაიჯანი (44.50) და ტაჯიკეთი (41.10) იკავებენ.

რაც შეეხება საქართველოს, ის საერთო რეიტინგში 27-ე ადგილს 69.1 ქულით იკავებს, რაც გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

ეკონომიკური თავისუფლების კრიტერიუმით საქართველო რეიტინგში 1-ელ ადგილზეა.

ინდექსის ერთ-ერთ კრიტერიუმს პოლიტიკური თავისუფლება წარმოადგენდა, სადაც საქართველო 45 ქვეყანას შორის 35-ე ადგილს იკავებს.

კანონის უზენაესობის რეიტინგში კი საქართველო 29-ე ადგილზეა.

ბექა ბერიაშვილი