რომელ ქვეყანაში რა სახის ყავას მოიხმარენ და როგორ იცვლება ყავის კულტურა საქართველოში?

ყავა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სას­მე­ლია.

მისი პო­პუ­ლა­რო­ბა რო­გორც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, ისე აზი­ის ქვეყ­ნებ­შიც იზ­რდე­ბა, სა­დაც ყა­ვის ხა­რისხს უფრო და უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ.

2016 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ევ­რო­პელ­თა 67%-ს ყა­ვის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია. რეს­პონ­დენ­თა 40%-მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ყავა მათი დღის უკე­თე­სი და­სა­წყი­სის სა­წინ­და­რია.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით, 64% ყო­ველ­დღი­უ­რად ერთ ჭიქა ყა­ვას მა­ინც მო­იხ­მარს , სა­შუ­ა­ლოდ, კი ქ­ვეყ­ნის მას­შტა­ბით, ყო­ველ­დღიუ­რად, 3.2 ჭიქა ყა­ვას მი­ირ­თმე­ვენ. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ერთი სა­ხა­ლი­სო დე­ტა­ლიც: ყა­ვის მომ­ხმა­რე­ბელ­თა 55%-ს მის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბა ურ­ჩევ­ნია.

ყვე­ლა­ზე მეტ ყა­ვას კი ფი­ნეთ­ში მო­იხ­მა­რენ. 8-9 ჭიქა აქ ნორ­მად მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც საყ­ვა­რელ სას­მელს 30-ჯე­რაც მი­ირ­თმე­ვენ, რაც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. ფი­ნეთ­ში ეს ტრა­დი­ცია რო­გორც ყა­ვის გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი­სა და ეფექ­ტის, ისე უკი­დუ­რე­სად და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­მოც დამ­კვირ­და - ჩრდი­ლო­ეთ ფი­ნეთ­ში ზამ­თრის ტემ­პე­რა­ტუ­რა ხან­და­ხან -40 გრა­დუსს აღ­წევს, შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად, ცხე­ლი, მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი სი­თხე გჭირ­დე­ბა, რომ სა­ნამ სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბი, „გა­დარ­ჩე“.

რა სა­ხის ყა­ვას მო­იხ­მა­რენ ევ­რო­პე­ლე­ბი?

ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ესპრე­სო და მის ბა­ზა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტია.ესპრე­სოს პირ­ვე­ლი აპა­რა­ტი იტა­ლი­ა­ში დამ­ზად­და და მისი მომ­ზა­დე­ბის კულ­ტუ­რაც სწო­რედ აქე­დან მო­დის.

ევ­რო­პა­ში ყა­ვის სმის კულ­ტუ­რა თით­ქმის ხე­ლოვ­ნე­ბას­თან არის გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი. ყველ­გან შეგ­ხვდე­ბათ პა­ტა­რა კა­ფე­ე­ბი ამა­ვე ზო­მის ვე­რან­დე­ბით, მა­გი­დე­ბი­თა და ყვა­ვი­ლე­ბით, უგემ­რი­ე­ლე­სი ყა­ვის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნით, რო­მელ­საც ასე­ვე პა­ტა­რა ფინ­ჯნით მო­გარ­თმე­ვენ. თქვენ კი მისი მირ­თმე­ვის პრო­ცე­სით უნდა დატ­კბეთ.

ფი­ნეთ­თან ერ­თად, შვე­დე­თი და ნი­დერ­ლან­დე­ბიც ყა­ვის მომ­ხმა­რე­ბელ ქვეყ­ნებს შო­რის ლი­დე­რე­ბი არი­ან. აქ ძლი­ე­რი ესპრე­სო და ტკბი­ლი ფუნ­თუ­შე­უ­ლი უყ­ვართ, რომ­ლის მირ­თმე­ვაც კა­ფე­ებ­ში ერ­თგვარ სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვას წარ­მო­ად­გენს.

ყავა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ბალ­ტი­ის­პი­რეთ­შიც. ამ ქვეყ­ნებ­ში ესპრე­სოს, ლა­ტე­სა და კა­პუ­ჩი­ნოს გარ­და, ნა­ლე­ქი­ან ყა­ვა­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­იხ­მა­რენ.ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა სრუ­ლად თქვა უარი ხსნა­დი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც მწი­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი და სა­ეჭ­ვო შე­მად­გენ­ლო­ბა აქვს. მათ­თვის ყა­ვის მირ­თმე­ვა ხა­რის­ხი­ან და გემ­რი­ელ პრო­დუქტთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც კაფ­სუ­ლის ან ახ­ლად­დაფ­ქუ­ლი ყა­ვის მომ­ზა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გო­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან ამე­რი­კე­ლე­ბი?

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 3 ყვე­ლა­ზე შე­სამ­ჩნევ სურ­ნელს შო­რის ერთ-ერთი ყა­ვი­საა. ყა­ვის მომ­ხმა­რე­ბელ­თა 45% კი მას აპა­რა­ტის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ზა­დებს. თუ ევ­რო­პა­ში უფრო პა­ტა­რა ზო­მის კაფ­სუ­ლებს მო­იხ­მა­რენ, აქ დიდი ზო­მის კაფ­სუ­ლე­ბი და უფრო დიდი ჭი­ქე­ბია პო­პუ­ლა­რუ­ლი. თუ ევ­რო­პა­ში კა­ფე­ში ყა­ვის მირ­თმე­ვა ერ­თგვა­რად კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, აშშ-ში ყა­ვას ძი­რი­თა­დად, სახ­ლში აპა­რა­ტის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ზა­დე­ბენ ან ად­გი­ლობ­რივ მა­ღა­ზი­ა­ში ყი­დუ­ლო­ბენ.

რამ­დენ და რა სა­ხის ყა­ვას მო­იხ­მა­რენ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ, 5 000 ტო­ნამ­დე ყა­ვას მო­იხ­მარს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვთქვათ, წე­ლი­წად­ში ერთ ადა­მი­ან­ზე სა­შუ­ა­ლოდ, 1.3 კი­ლოგ­რა­მი ყავა მო­დის.

ევ­რო­პე­ლე­ბი­სა და ამე­რი­კე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­ბა­ლი ფა­სის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხსნა­დი ყავა ლი­დე­რობს, თუმ­ცა კაფ­სუ­ლის ყა­ვა­ზე გა­დას­ვლის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

კაფ­სუ­ლის ყა­ვას და­სავ­ლეთ­ში მისი ნა­ტუ­რა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის გამო ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კაფ­სუ­ლის ყა­ვის მო­თხოვ­ნის ზრდას ბა­ზა­რიც პა­სუ­ხობს, რად­გან ცოტა ხნის წინ გა­მოჩ­ნდა ყა­ვის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია „მე­ა­მა“, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტით უკვე 15 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყავა შექ­მნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს. კომ­პა­ნია ასე­ვე აწარ­მო­ებს 4 სა­ხის წმინ­დად დაფ­ქულ ყა­ვას, რო­მე­ლიც ერთჯე­რად შე­ფუთ­ვებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის მსგავ­სად, რამ­დე­ნად გა­და­წყვეტს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, არ­ჩე­ვა­ნი ნა­ტუ­რა­ლურ ყა­ვა­ზე შე­ა­ჩე­როს, რო­მელ­საც ყვე­ლა გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს და სინ­თე­ტი­კუ­რი ნა­რე­ვე­ბით შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და­დე­ბი­თი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია.