ფინანსთა მინისტრი - ლარის კურსი ბევრ რამეზე, მათ შორის საგარეო მოვლენების განვითარებასა და კორონავირუსის შედეგად მიმოსვლის შეფერხებაზე იქნება დამოკიდებული

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარება ხელოვნური არ არის.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ლარის გამყარება არც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება, რამდენადაც მონეტარული პოლიტიკა მიზნობრივი ინფლაციისკენაა მიმართული.

„მაშინ როდესაც ლარი გაუფასურდა და ახლა, როდესაც მყარდება, ამ მიმართულებით პროგნოზს არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი არ აკეთებს და არც უნდა გააკეთოს. ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ლარი მოძებნის თავის წონასწორულ კურსს, ზოგჯერ გაუფასურებულია ზოგჯერ - გამყარებული. დღევანდელი ანალიზით, ჩვენ დღეს დაახლოებით ამ წონასწორობის დიაპაზონში ვდგავართ. რა იქნება ორ ან სამ თვეში, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული",-აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, ლარის კურსზე საგარეო მოვლენების გავლენა, ტურიზმის განვითარება და მათ შორის კორონავირუსის გამო ფრენების შეფარხებაც იმოქმედებს.

"მთავარია ჩვენ ხელოვნური ჩარევებისგან თავი შევიკავოთ,"-აღნიშნა მინისტრმა.