ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე დახარჯა 100,87 მილიარდი იუანი (14,36 მილიარდი დოლარი) იმ ზომების გატარებისთვის, რომელიც ქვეყანაში გავრცელებული ახალის რესპირატორული ვირუსის წინააღმდეგ ტარდება. აღნიშნულის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება.
მათი მონაცემებით, ხელისუფლება აგრძელებს აქტიურ დაფინანსებას ინფიცირებულების გამოჯანმრთელებაზე, დაწესებულებების დეზინფექციაზე და სხვა საქმიანობას, რომელიც საჭიროა მოსახლეობის დაცვისთვის. ამ სახსრების უმეტესი წილი მიემართება პროვინცია ჰუბეიში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ამ თანხების მხოლოდ მესამედი მოდის ცენტრალურ ბიუჯეტზე, დანარჩენს ადგილობრივი რეგიონების ადმინისტრაცია ფარავს დამოუკიდებლად.