ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მაგისტრალის 6 მონაკვეთზე ჩინური კომპანია აწარმოებს სამუშაოებს, დასაქმებულთა 80% ქართველია.
მისი თქმით, სამუშაოებზე ჩინური ძალის პროპორცია მცირეა.
"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობის 6 მონაკვეთზე დასაქმებულები არიან დიდი ჩინური კომპანიები, სამუშაოებზე დასაქმებულების 80 პროცენტი არის ქართველი მოსახლეობა. ამრიგად სამუშაო ჩინური ძალის პროპორცია მცირეა. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები ჩვენზეც აისახება. ჩვენც ვთხოვეთ, რომ შემდეგი ნაკადების ჩამოსვლაზე თავი შეეკავებინათ. გარკვეული შეფერხება ჩვენც გვექნება, მაგრამ ეს არ იქნება ამ პროექტების გაჩერება", - განაცხადა ცქიტიშვილმა.