ივანე მაჭავარიანი - რკინიგზის პრივატიზაციაზე ფიქრი შეიძლება

რკინიგზის პრივატიზაციაზე ფიქრი შეიძლება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე“ განაცხადა.

მინისტრმა რამდენიმე მაგალითი დაასახელა, კერძოდ, დენი, გაზი, წყალი და ინტერნეტი, რომელიც მომხმარებლებს კერძო კომპანიების მიერ მიეწოდება. შესაბამისად, ივანე მაჭავარიანისთვის გაუგებარია, რატომ არის რკინიგზა სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დასახელებული კომუნალური მომსახურება.

„იყო საუბარი იმაზე, რკინიგზის პრივატიზაცია არის თუ არა შესაძლებელი და სტრატეგიული. მე გეტყვით მარტივ, ყოფით მაგალითს, ჩვენს ოჯახებში, ბინებში, დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი, ყველაფერი მოეწოდება კერძო კომპანიების მიერ. იმაზე სტრატეგიული რა არის ჩვენი შვილებისთვის სითბო იქნება თუ არა ოჯახში. ამაზე სტრატეგიულია ვაგონი რომ გაივლის რკინიგზაზე?! შესაბამისად, მაგ მიმართულებით შეიძლება ფიქრი“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.