"ლეშეკ ბალცეროვიჩი სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს"

ლეშეკ ბალცეროვიჩი სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი და პატივსაცემი სტუმარია ჩამოსული, ბატონი ბალცეროვიჩი ერთ-ერთ უდიდესი რეფორმატორია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი შეფასება, რომ სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენი მთავრობა ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ლეშეკ ბალცეროვიჩმა დადებითად შეაფასა საპრივატიზაციო და ფისკალური მდგრადობის პოლიტიკა, ასევე ის რეფორმები, რომელიც საქართველოში ეროვნული ბანკის, სასამართლო სისტემის და სხვა ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით ხორციელდება.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.