ევროკავშირი არ ახორციელებს მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მხარდაჭერას, ასევე ხელს უწყობს სოფლის განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დღითიდღე ევროკავშირის ბაზარი ფერმერული მეურნეობებისთვის მომხიბვლელი ხდება, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება განათლება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და უწყვეტი მიწოდება ,- ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.
ნინო ზამბახიძემ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, როდესაც ფერმერული მეურნეობები ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ემზადებოდნენ , თუ როგორ აქტიურად ჩაერთო პრორუსული პროპაგანდა.
„ მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, ყველა დონორ ორგანიზაციას, მათ შორის გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიან. როგორც ბატონმა ელჩმა აღნიშნა , ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არის როგორც ტკივილის, ასევე ბევრი შესაძლებლობების და სიკეთის მომტანიც. თუმცა აუცილებლად უნდა ავღნიშნო მათ მიერ მხარდაჭერილი პროექტი ENPARD , რომელიც დაიწყო 2013 წელს და დღეის მდგომარეობით 180 მილიონი ევროს ალოკაცია მოხდა. ეს ძალიან მნიშნვნელოვანია, რადგან ფერმერებმა მიიღეს როგორც ფინანსური დახმარება, ასევე განათლება. ამავდროულად ისიც ძალიან მნიშვნელოვანია ,რომ ევროკავშრი არ ახორციელებს მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების განვითარების კუთხით მხარდაჭერას, ასევე სოფლის განვითარებას უწყობს ხელს. ეს კი , ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის,რომ ევროკავშირის ბაზარი დღითიდღე ფერმერული მეურნეობებისთვის მომხიბვლელი ხდება, თუმცა გამოწვევები ბევრი გვაქვს. იქიდან გამომდინარე, როდესაც ევროკავშირმა დაიწყო აქტიურად 500 მილიონიან ბაზარზე გავსულიყავით, ამავდროულად, ჩემდა სამწუხაროდ პრორუსული პროპაგანდა ჩაერთო რეგიონებში. აქტიურად საუბრობდნენ იმაზე,რომ ევროკავშირი არის ცუდი იმიტომ,რომ ის სტადარტები, რომელიც ევროკავშირს აქვს და უნდა დავაკმაყოფილოთ არის მიუღბელი მათვის, როდესაც იგივე რუსეთის ბაზარზე ფერმერებს ძალიან მარტივად შეუძლიათ გაიტანონ პროდუქტი. ამან გარკვეული პრობლემები და ბარიერები შეგვიქმნა, რაგან ჩვენ, სახელმწიფოს, კერძო სექტორს საერთო მესიჯბოქსი გვქონდა აგვეხსნა და გაგვეხსენებინა ის მძიმე წარსული,რომელიც რუსულ ემბარგოს უკავშირდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბაზრის დივერსიფიცირება, თუმცა რუსული პროპაგანდა მაინც ამ კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობდა და დღესაც აქტიურად მუშაობს რეგიონში,“-აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.
ეკონომიკურ კონფერენციაზე ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
მისი განცხადრებით, რეგიონებში დღესაც გამოწვევად რჩება ენის ბარიერი და უწყვეტი მიწოდება.
„ როდესაც ევროკავშირის ბაზარზე უნდათ ფერმერებს შესვლა ენობრივ ბარიერს აწყდებიან. ასევე, ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს და სერიოზული გამოწვევაა უწყვეტი მიწოდება. ფერმერულ მეურნეობებში ის მიმართლებები ვითარდება როგორიც არის ღვინო , მწვანილისა და ჩირის გატანაც მოხდა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ არა მხოლოდ 500 მილიონიანი ბაზარი საშუალება მოგვცა, არამედ ჩვენი მომხმარებელიც გაზარდა და ხარისხიან პროდუქტს ითხოვს,“-აღნიშნა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
ნინო ზამბახიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას,რამაც ფერმერებს მისცა საშუალება სასწავლო ტურებში ჩართულიყვნენ.
„ გამოწვევები ისევ არის, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების პრეროგატივა არ არის, მე ვფიქრობ რომ ეს ბიზნესის პასუხისმგებლობაც არის,მათი კორპორაციული პასუხისმგებლობა , რომ ყველამ ერთად შევძლოთ და მივაწვდინოთ ინფორმაცია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირი , რამდენად სტარეგიული პარტნიორია. მე ავღნიშნე რუსულ პროპაგანდაზე და ამავდროულად როდესაც ჩვენ ნატოზე ვსაუბრობდით ფერმერებს ეუბნებოდნენ , რომ აი ნატოს ჯარები შეიძლება შემოვიდნენ და ამან შეიძლება თქვენ საფრთხე შეგიქმნათ. აქაც არასწორი კომუნიკაცია იყოს. ვფიქრობ,რომ მთავრობის მთავარი გასაკეთებელია სწორი დროული კომუნიკაცია , რაშიც ისინი ძლიერები არ არიან და ხშირად ჩემს კრიტიკას იმსახურებენ. თუმცა იმედი დავიტოვოთ ,რომ შემდეგი წლები უფრო აქტიური ჩართლობა იქნება, რომ მოსახლეობა სწორად აღნიშნავს სად არის საქართველო , სად არის მსოფლიო და რა მიმართულება და გეზი აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ფერმერებს ,“- განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
ინფორმაციას „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ ავრცელებს.