სასიამოვნო სიურპრიზი ტოიოტასგან საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის

უკვე მრავალი წელია ტოიოტას ავტომობილები განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობენ ჩვენს რეგიონში.

უდავო ხარისხი და სანდოობა ისეთი ცნობილი მოდელებისა, როგორებიცაა: ლენდ კრუიზერ 200, პრადო, რავბ4, კოროლა, პრიუსი - საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია ქართველი მომხმარებლების მიერ.

თუმცა, ავტომობილების ნამდვილი მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი იაპონური ავტოგიგანტის საქმიანობის არა მხოლოდ ეს ასპექტი, ტოიოტა ხომ ამავდროულად საავტომობილო რბოლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ხელშემწყობია. ტოიოტას სპორტული ავტომობილები უკვე 60 წლიან ისტორიას ითვლიან. დღესდღეობით კომპანიაში არსებობს ცალკე მიმართულება «Toyota Gazoo Racing», რომლის ფარგლებშიც ხდება სარბოლო ავტომობილების ტექნოლოგიური სრულყოფა. აგრეთვე, მიმდინარეობს მრბოლელთა შერჩევა და იმ გუნდების დაკომპლექტება, რომლებიც შემდეგ ტოიოტას სახელით მონაწილეობენ მსოფლიო მასშტაბით გამართულ სხვადასხვა შეჯიბრებებში.

«Toyota Gazoo Racing» საუკეთესოდ გამოხატავს არა მარტო კომპანიის გამარჯვების ჟინს, არამედ მის მუდმივ სწრაფვას გაუმჯობესებისკენ. ტოიოტა, რომლის მთავარი ფილოსოფიაც არის „მუდმივი გაუმჯობესება და საუკეთესო ავტომობილების წარმოება“ უკვე 60 წელზე მეტია ისახავს ახალ-ახალ მიზნებს და ხსნის ახალ რეკორდებს.

ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალთა გუნდმა, ავტომობილების ტესტირებისას ხუთივე კონტინენტი მოიარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „გზები ქმნიან ადამიანებს, ხოლო ეს ადამიანები კი ქმნიან საუკეთესო ავტომობილებს!“

ამბობენ, რომ ავტომობილის სულისა და ხასიათის აღსაქმელად ერთხელ მაინც უნდა შეიგრძნო ნამდვილი რბოლის მღელვარება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ასეთი ემოციის განცდის შესაძლებლობა, მგზავრის სტატუსითაც კი.

თუმცა ტოიოტამ ამაზეც იზრუნა. 2012 წელს პარიზის ავტოსალონზე «Paris Motor Show» კომპანიამ პირველად წარადგინა სარბოლო ავტომობილ «Toyota GT86»-ის სიმულატორი, რომელმაც დამთვალიერებელთა მხრიდან უდიდესი დაინტერესება გამოიწვია. მას მართავდნენ ისეთი გამოჩენილი მრბოლელები, როგორიცაა ენტონი დევიდსონი და სებასტიან ბუემი.

მიუხედავად იმისა, რომ «GT86»-ის სიმულატორი პრაქტიკულად „ერთი ადამიანის თამაშს“ წარმოადგენს, შესაძლებელია, რომ კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდეს ავტომობილში, მგზავრის ადგილზე. მოდელის საქარე მინა მთლიანად დაფარულია ეკრანით და მძღოლი მიჰყვება ამ ეკრანზე გამოსახულ გზას. საუკეთესო გრაფიკა, მანქანის მოძრაობის სიმულაცია და დაბურული გვერდითი მინები ქმნის განუმეორებელ ეფექტს და სრულად აგრძნობინებს ადამიანებს ავტორბოლის ამაღელვებელ ატმოსფეროს.

და აი, სულ მოკლე ხანში ქართველ ავტომოყვარულებს მიეცემათ საშუალება პირადად გამოსცადონ ეს ემოციები. თებერვლის ბოლოდან ტოიოტა გთავაზობთ ეწვიოთ ტოიოტა ცენტრ თბილისს (27 თებერვალი – 10 მარტი) ან ტოიოტა ცენტრ თეგეტას (12-24 მარტი) და თავად შეიგრძნოთ ეს ემოციები შოურუმიდან გაუსვლელად.

«GT86» წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნად სრულგაბარიტულ სიმულატორს და ტოიოტა კავკასიაში იმედი აქვთ, რომ მისი გამოცდის უნიკალური შანსი ქართველი მომხმარებლების მხრიდანაც დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი არ არის წარმოდგენილი გასაყიდად ადგილობრივ სამოდელო ხაზში, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება ისიამოვნოს მისი მართვით და შეიგრძნოს ტოიოტას ავტომობილების სპორტული სულისკვეთება.

მეტი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ტოიოტას ოფიციალურ დილერებს ან ეწვიონ ტოიოტა საქართველოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/toyota.ge/.

(R)