იტალიაში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანია დაღუპული.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში დახურულია საბავშვი ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები, კინოთეატრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები.
კარანტინში რჩება აღნიშნული რეგიონების 11 ქალაქის 55 000-მდე მცხოვრები.