მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 800-მდე გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 800-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული.

ჩინეთს ფარგლებს გარეთ კი ოფიციალური სტატისტიკა ასეთია : ირანში ვირუსით 19 ადამიანია დაღუპული, სამხრეთ კორეაში - 13, იტალიაში -12, იაპონიაში -7, საფრანგეთსა და ჰონგ-კონგში - 7-7, ფილიპინებსა და ტაივანში კი კორონავირუსით თითო ადამიანი დაიღუპა.