ბობ აიგერი Disney-ის ხელმძღვანელის პოსტიდან მიდის

მსოფლიოს უმსხვილესი კონიკომპანია Disney-ის ხელმძღვანელი ბობ აიგერი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. აიგერი პოსტიდან თავისი ნებით მიდის.

„არ მინდა კომპანიას ვმართავდე“, - განაცხადა ეგერმა ამერიკულ მედიასთან.

როგორც ირკვევა, მას გასული წლის ნოემბერში, მადლიერების დღესასწაულის შემდეგ სურდა პოსტი დატოვება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღო. არსებული ინფორმაციით, ეგერი კომპანიაში სხვა პოსტზე 2021 წლამდე დარჩება.

რაც შეეხება შემცვლელს, აიგერი ბობ ჩაპეკიმ ჩაანაცვლა, რომელიც ამჟამად Disney-ის გასართობი ცენტრების ხელძღვანელია.

კოკა კვირკველია