Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 52 დოლარამდე დაეცა

2020 წლის აპრილში მისაწოდებელი ბრიტანული Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულებამ ლონდონის ICE ბირჟაზე ერთ ბარელზე 51,94 დოლარი შეადგინა. ეს არის 1,64%-იანი კლება, რომელიც თბილისის დროით 05,07 საათზე ფიქსირდება.

ბოლოს Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი 52 დოლარზე დაბლა 2018 წლის 26 დეკემბერს დაფიქსირდა.

ამასთან, ამერიკული მსუბუქი WTI ნავთობის ფასი ბარელზე 1,40%-ით, 48,05 დოლარამდე შემცირდა.

კოკა კვირკველია