რას ვყიდით და ვყიდულობთ იტალიაში - Top-5 პროდუქტი

2019 წელს იტალიასთან ექსპორტის რაოდენობა 40 357 100 დოლარი იყო, ხოლო იმპორტმა 226 117 000 დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ 5 პროდუქტს, რასაც იტალიაში ვყიდით და ვყიდულობთ:

საქართველოდან იტალიაში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • თხილი და სხვა კაკალი - 14 427 200 დოლარი
  • პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასათვის - 4 663 200 დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 3 047 800 დოლარი
  • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - 2 545 400 დოლარი
  • პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა - 1 740 800 დოლარი

იტალიიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ცენტრალური გათბობის ქვაბები - 7 014 700 დოლარი
  • ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 6 185 700 დოლარი
  • მანქანები ჭურჭლის სარეცხი - 6 011 800 დოლარი
  • ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 5 163 400 დოლარი
  • ონკანები, სარქველები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების - 4 957 400 დოლარი
ლიკა ამირაშვილი