ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს პირბადეების მარაგების დროულად შევსების დავალებას აძლევს და მოუწოდებს, მათი რეალიზაცია „შესაბამის ფასში“ მოახდინოს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მწარმოებლებსა და შემომტანებს პირბადეების მარაგების მყისიერად შევსება დაავალა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როდის შეივსება ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტი, სამინისტროში პასუხი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ დავალება უკვე გაცემულია.

ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს კომპანიებს, პირბადებიის რეალიზაციისას შესაბამისი ფასი გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად პირბადეების დეფიციტია.