wizz air-ი იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს

ავიაკომპანია wizz air-ი ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით, ფრენების სიხშირეს ამცირებს.

როგორც კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, 13 მარტიდან 3 აპრილამდე მილანის მიმართულებით დაგეგმილი რეისები კვირაში 4-ის ნაცვლად, მხოლოდ ერთხელ შესრულდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 400- გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციასროიტერსიავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 12 ადამიანია დაღუპული.

ლიკა ამირაშვილი