ავიაკომპანია wizz air-ი ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით, ფრენების სიხშირეს ამცირებს.
როგორც კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, 13 მარტიდან 3 აპრილამდე მილანის მიმართულებით დაგეგმილი რეისები კვირაში 4-ის ნაცვლად, მხოლოდ ერთხელ შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 12 ადამიანია დაღუპული.