რა ქონებას ფლობს და რატომ საჭიროებს გამოძიებას ალექსანდრე ჭიკაიძის „საეჭვო გამდიდრება“  - TI

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა.

ამის შესახებ ინფორმქაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი გააჩნდა, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების – 224.72 კვ.. საცხოვრებელი ფართისა და 216.778 კვ.. მიწისსაეჭვოდ დაბალ ფასში შეძენა.

ცნობისთვის, ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა, საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა; 2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, ყოფილი თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს.

გამდიდრების ქრონოლოგია

2018 წლის იანვარში, საჯარო სამსახურის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე 4 უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, რომელთაგან მან მხოლოდ 2 დაადეკლარირა:

100.1 კვ.. ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო; 2013 წლის 29 ნოემბერს 169,000 დოლარად შეძენილი 293 კვ.. ბინა თბილისში, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებს შორის, რისთვისაც მან 140,000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო საქართველოს ბანკიდან; 2016 წლის 6 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიღებული 15.000 კვ.. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ორი საცხოვრებელი სახლით. ეს ინფორმაცია მან არც 2017 და არც 2018 წლის დეკლარაციაში არ ასახა.

მის საკუთრებაში იყო ასევე: 2017 წლის 11 სექტემბერს, მცხეთაში, სოფელ მუხრანში 3,500 ლარად შეძენილი 2.300 კვ.. სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც კანონის მოთხოვნის მიუხედავად, 2018 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა.

საჯარო სამსახურში თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ორ წელზე ნაკლებ დროში ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს 278,766 ლარის ღირებულების უძრავი ქონება – 224.72 კვ.. საცხოვრებელი ფართი და 216.778 კვ.. მიწა. კერძოდ:

2018 წლის 25 მაისს მან 59,266 ლარად შეიძინა 139.62 კვ.. მშენებარე ბინა და ტერასა ბათუმში, ფიროსმანის . N18-ში. 2018 წლის 17 სექტემბერს 60,000 ლარად შეიძინა 142.865 კვ.. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა წინანდალში.

იმავე დღეს 30,000 ლარად შეიძინა 72.113 კვ.. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა ასევე წინანდალში. 2019 წლის 7 მარტს 40,000 ლარად შეიძინა 1.800 კვ.. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა საგურამოში.

2019 წლის 20 ნოემბერს ალექსანდრე ჭიკაიძის მეუღლემ, ნათია ოკრიბელაშვილმა ბაკურიანში 10,000 დოლარად 85.1 კვ.. კოტეჯი შეიძინა.

რატომ არის საეჭვო ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ქონების დაგროვება?

მაღალი თანამდებობის პირის მიერ საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონების მოკლე დროში დაგროვება თავისთავად საეჭვო გარემოებაა. მისი ახალი სამსახურიჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიოფიციალურად არაანაზღაურებადია.

ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში არ ფიქსირდება არც დანაზოგი და არც თანხა საბანკო ანგარიშზე, რომლის გამოყენებითაც მას ამ ხარჯის გაწევა შეეძლო. მეტიც, იმავე დეკლარაციის მიხედვით, მას 2023 წლამდე სოლიდური მოცულობის იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული.

თანამდებობის დატოვების შემდეგ ახალი საბანკო სესხი მან 2019 წლის 30 სექტემბერს მას მერე აიღო, რაც უკვე ნაყიდი ჰქონდა უძრავი ქონება ბათუმში, წინანდალსა და საგურამოში. საეჭვოდ დაბალია შეძენილი უძრავი ქონების ფასები. სერიოზულ კითხვებს ბადებს 2019 წლის მარტში საგურამოში შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მიწა 40,000 ლარად არის ნაყიდი, თუმცა 9 თვის შემდეგ (12.12.2019) გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში იგივე ქონება საქართველოს ბანკის მიერ 110,000 დოლარად არის შეფასებული.

ალექსანდრე ჭიკაიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში მხოლოდ 2019 წლის ზაფხულიდან (ივლისი) ერთვება, მას შემდეგ, რაც ძირითადი უძრავი ქონება უკვე შეძენილი აქვს. 2019 წლის 3 ივლისს მან უსასყიდლოდ მიიღო შპსჯორჯიან ვინგზის” 50%-იანი წილი, ასევე დააფუძნა ორი ახალი კომპანია: 2019 წლის 24 ივლისს შპსსანლე გრუპ", რომლის 50%-იან წილსაც ფლობს და 2019 წლის 7 ოქტომბერს შპსრთველისი” – 25%. მანამდე ის 2018 წლის 2 აპრილიდან 2019 წლის 22 თებერვლამდე ფლობდა შპსნიუ ჰელსის” 51% წილს, რომელიც უსასყიდლოდ დათმო.

ბიზნესით ის პირველად მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან 15 თვეში, 2016 წელს დაკავდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ისკო დასენთან ერთადდაცვითი საქმიანობითდაკავებული შპსლეგიონი 2016” დააფუძნა. ჭიკაიძემ 2017 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ 2016 წლის 26 აპრილიდან 3 ნოემბრამდე ფლობდა ამ კომპანიის 49%-, რომელიც მან 100 ლარად გაყიდა.

არაკეთილსინდისიერად შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები

ალექსანდრე ჭიკაიძეს 2012 წლიდან მოყოლებული ქონებრივი მდგომარეობის მხოლოდ 6 დეკლარაცია აქვს წარდგენილი, რომელთაგან 3 დეკლარაცია, კანონის დარღვევით, არასრულადაა შევსებული:

ბოლო, 2018 წლის დეკლარაციაში მან არ ჩაწერა, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს, მცხეთაში, სოფელ მუხრანში შეიძინა 2.300 კვ.. სასოფლო სამეურნეო მიწა. 2017 წლის დეკლარაციაში მან არ ახსენა, რომ 2016 წლის 26 აპრილიდან 4 ნოემბრამდე ფლობდა შპსლეგიონი 2016-ის” 49%-იან წილს. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას ეს წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემული არ ჰქონდა (მუხლი 13(6)).

2017 წლის დეკლარაციაში მან ასევე არ ჩაწერა, რომ 2016 წლის 6 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიიღო 15.000 კვ.. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ორი საცხოვრებელი სახლით. ეს ინფორმაცია მან არც 2018 წლის დეკლარაციაში ასახა.

მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი მეუღლის მიერ შეძენილ ქონებაში გადახდილი თანხის წარმომავლობით და დაადგინონ, ხომ არ იქნა დარღვეული კანონი,“-აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

თაია არდოტელი