"ბანკომატიდან თანხის გატანისას, დააკვირდით, ხომ არ არის სადმე დამატებითი კამერა..." - როგორ დავიცვათ ბარათი, რომ ფული არ მოგვპარონ

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბერ­ში 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი თით­ქმის 83%-ით გა­ი­ზარ­და.

ამ მხრივ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა სა­ბან­კო სექ­ტორ­შიც - უამ­რა­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჩი­ვის, რომ "ჰა­კე­რებ­მა" ან­გა­რი­ში­დან თან­ხა ჩა­მო­აჭ­რეს, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­ვინ იღებს.

AMBEBI.GE ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და და კომ­პი­უ­ტე­რულ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბით მი­მარ­თა:

- რა ით­ვლე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ და­ნა­შა­უ­ლად და ძი­რი­თა­დად რა ტი­პის შემ­თხვე­ვებ­ზე მო­მარ­თა­ვენ შსს-ს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი?

- კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, ანუ კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი წარ­მო­ად­გენს ნე­ბის­მი­ერ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბას, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით კი­ბერ­სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც ხელ­ყოფს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ცუ­ლო­ბას.

მაგ­რამ ასე­ვე არ­სე­ბობს კი­ბერ-მე­თო­დე­ბით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რა დრო­საც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი არ ჩა­დის კი­ბერ­და­ნა­შა­ულს, არა­მედ სხვა სა­ხის და­ნა­შა­ულს (მა­გა­ლი­თად: თაღ­ლი­თო­ბა, გა­მო­ძალ­ვა და ა.შ.) და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მე­თო­დად იყე­ნებს ინ­ტერ­ნეტს (კი­ბერ­სივ­რცეს).

- კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 2019 წელს თით­ქმის 83%-ით არის გაზ­რდი­ლი. რას უკავ­შირ­დე­ბა ასე­თი ზრდა?

- არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი იზ­რდე­ბა, ვი­ნა­ი­დან ხდე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ამა თუ იმ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა კი­ბერ მე­თო­დით უფრო ად­ვი­ლი გახ­და.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ბას არ ახა­სი­ა­თებს "კი­ბერ ჰი­გი­ე­ნის" უნა­რე­ბი, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბა ბო­ლომ­დე არ არის გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, თუ რა საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს პი­რად კომ­პი­უ­ტე­რულ მო­ნა­ცე­მებ­თან და­უ­დევ­რად მო­პყრო­ბას, რაც 70%-ით უმარ­ტი­ვებს დამ­ნა­შა­ვეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნას, კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი მისი შე­მად­გენ­ლო­ბით რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლა სხვა ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის­გან, რა­საც სჭირ­დე­ბა კომ­ლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ასე­ვე ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი სცილ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას და უცხო­ე­თი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო, რაც და­ნა­შა­უ­ლის დრო­უ­ლად გახ­სნა­ში ხე­ლის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დრო­ში არის გა­წე­ლი­ლი.

- რო­გორ იხ­სნე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი?

- დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით შს სა­მი­ნის­ტროს შე­ხე­ბა უწევს სხვა­დას­ხვა სა­ხის კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, რის გა­მოც მათ გა­მო­ძი­ე­ბას ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა.

- ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ არის გახ­ში­რე­ბუ­ლი კი­ბერ­თაღ­ლი­თო­ბის გზით სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი­დან თან­ხის ჩა­მოჭ­რის შემ­თხვე­ვე­ბი. რო­გორ ხდე­ბა ამ ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მის­გან თა­ვის დაც­ვა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ე.წ. "კი­ბერ­თაღ­ლი­თო­ბის" ჩა­დე­ნის ორი მე­თო­დი არ­სე­ბობს - "ფი­შინ­გი" და "ქარ­დინ­გი".

იხილეთ სრულად