შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდეა აკრძალული.