ჩინეთში Starbucks-ის ყავახანების 85%-მა მუშაობა განაახლა

ამერიკულმა ქსელმა Starbucks-მა ჩინეთში მოქმედი ყავახანების 85%-ში მუშაობა განაახლა. ყავახანები კორონა ვირუსის გამო იყო დახურული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანიის დირექტორი კევინ ჯონსონი ავრცელებს.

„ჩვენ სიტუაციის გაუმჯობესების პირველად ნიშნებს ვხედავთ, რაც გამოხატულია ახალი დაინფიცირების ტემპების შენელებით“, - განაცხადა ჯონსონმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მათ ყავახანებში ვიზიტორების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება და წინა დონეს გაუტოლდება.

კოკა კვირკველია